logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: ბოლო 7 დღეში რუსეთმა გააძლიერა იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

18 სექ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანული დაზვერვა: ბოლო 7 დღეში რუსეთმა გააძლიერა იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვის თანახმად, ბოლო 7 დღეში რუსეთმა გააძლიერა იერიშები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის იქ, სადაც არ ელოდება დაუყოვნებლივ სამხედრო შედეგებს. 

ამ კატეგორიის ქმედებებს განეკუთვნება თავდასხმები ელექტროენერგიის ქსელსა და კაშხალზე მდინარე კრივი რიჰში. 

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ვინაიდან რუსეთი განიცდის უკუსვლას და მარცხს ფრონტის ხაზებზე, სავარაუდოდ, გაზარდა იმ ლოკაციების სია, რომელსაც თავს დაესხმება, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინელი ხალხის და ხელისუფლების სულიერ სიმტკიცეს. 


close დახურვა