logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: სეპარატისტები რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

03 ივლ 202213:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/03/e92f8mbjntftlhk.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, 2022 წლის შემოდგომაზე ოკუპირებული ხერსონის სეპარატისტული ხელმძღვანელობა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.

"რუსეთი, სავარაუდოდ, პრიორიტეტს ანიჭებს ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას რეგიონზე თავისი კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობის თვალსაზრისით". - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა. 

უწყება აცხადებს, რომ რუსეთი უდიდესი ალბათობით რეფერენდუმის შედეგებს თავის სასარგებლოდ გააყალბებს. 

2022 წლის 28 ივნისს რუსებმა დააკავეს ხერსონის არჩეული მერი, იჰორ კოლიჰაევი, რათა ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობა ჩაეხშოთ

ხერსონის ოლქი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ოკუპირებულია. ადგილობრივებმა დამოუკიდებლობის დასაცავად არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. უკრაინელი ხალხის მშვიდობიანი გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. 


close დახურვა