სანამ ოლიგარქიული მმართველობის მაღალჩინოსნები ტყავს ისუქებენ, მდიდრდებიან, ფეშენებელურ სახლებს იშენებენ, მიწებს იზომავენ - გორის მერია, გარემოვაჭრეებს ქუჩებიდან ძალის გამოყენებით ყრის. ამბობენ, რომ ყველამ უნდა ივაჭროს ქალაქის ბოლოს, იქ სადაც ბაზარი ცარიელია და საყიდლებზე არავინ დადის. გარემოვაჭრეები ხშირად ერთ ან ორ ლარს შოულობენ, რითაც ოჯახში მხოლოდ პურის მიტანას ახერხებენ. მერიის პოზიცია ასეთია - გორის ცენტრალური ქუჩის იერსახე, გაჭირვებული, ქუჩაში ლუკმაპურის საშოვრად გამოსული ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეს. სანამ ქალაქებში ქუჩებს გაჭირვებული ადამიანებისგან გაათავისუფლებ, მანამდე უნდა შექმნა ის ცხოვრება რომ ბებიებს ქუჩაში წვრილმანების გაყიდვა არ უწევდეთ. ამ ფონზე გორის მერი, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - უკვე ვეღარ ვითვლით მერამდენედაა შვებულებაში მას შემდეგ რაც - ოლიგარქიულ მმართველობას ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი მერის პოზიციის დაკავებაზე დათანხმდა.
ბრძოლა გადარჩენისთვის - შაბათის ფორმულა
16 ივლ 202220:44
3 წუთის საკითხავი