logo
ENG



ბუაძე: ვაკეში 170 მეტრიანი შენობის აშენება იგეგმება, უმძიმესი შედეგი ექნება ქალაქისთვის

28 ივნ 202317:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/y80zlmdqht4lmgc.png

საკრებულოში ლელოს დეპუტატის, საბა ბუაძის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე 170 მეტრიანი შენობის აშენება იგეგმება.

როგორც ბუაძე ამბობს, შენობის საერთო სამშენებლო მოცულობა 85,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მას ირგვლივ ანალოგი არ აქვს.

მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას ქალაქისთვის უმძიმესი შედეგები ექნება.

"კალაძეს და ამ ხელისუფლებას ეზიზღებათ ეს ქალაქი. დღე არ გავა დამანგრეველი პროექტი რომ არ შემოიტანონ დასამტკიცებლად. ხვალ და ზეგ საკრებულოში განიხილება ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორიაზე დაგეგმილი ეს მშენებლობა. ეს არის 170 მეტრიანი გიგანტური შენობა, რომელსაც ჯერ-ჯერობით ირგვლივ ანალოგი არ აქვს. საერთო სამშენებლო მოცულობა არის 85,000 კვადრატული მეტრი. ეს ტერიტორია ეკუთვნის ნოშრევან ნამორაძეს.

წარმოიდგინეთ, რა გავლენა ექნება ამ პროექტს ე.წ. ვაკის აუზის უბანზე, რომელიც ისედაც პარალიზებულია დღის აქტიურ მონაკვეთებში. ერთ-ერთ წინა სხდომაზე მერიამ იქვე არსებული ტროტუარის გაყიდვა დაგვიანონსა, იმისათვის რომ ამ შემზარავ პროექტს შეუერთონ.

ამ გადაწყვეტილებას უმძიმესი შედეგი ექნება ჩვენი ქალაქისთვის და ვაკის მაცხოვრებლებისთვის"- წერს ბუაძე.

 

ფოტოები: საბა ბუაძე/Facebook

 

close დახურვა