logo
ENG



ბუდანოვი: ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე

24 დეკ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/hsg0wswbxuis3fd.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე.

"ირანი არ ჩქარობს ამის გაკეთებას გასაგები მიზეზების გამო, რადგან როგორც კი რუსეთი პირველ რაკეტებს გაუშვებს, ირანზე სანქციების ზეწოლა გაიზრდება", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ბუდანოვის თქმით, ზაფხულში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა ირანიდან 1700 "Shahed" კამიკაძე დრონი შეიძინა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთმა ამ დრომდე, დაახლოებით 540 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებიც ახორციელებენ ტაქტიკურ დარტყმებს ფრონტის ხაზის გასწვრივ, ელექტროსადგურებზე, ელექტროგადამცემებსა და ელექტრო ქვესადგურებზე.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, ირანში დრონების წარმოების ღირებულება ერთ ერთეულზე დაახლოებით 7000 დოლარია, თუმცა, უცნობია, რეალურად რამდენი გადაუხადა რუსეთმა ირანს კამიკაძე დრონებისთვის.


close დახურვა