უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს ფართომასშტაბიანი შეტევის პოტენციალი არ გააჩნია.
"ამ დროისთვის რუსეთს არ გააჩნია არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური პოტენციალი, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევა სცადოს", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს რაკეტების გარკვეული მარაგი დააგროვოს, რათა უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალოს.
29 მარტს, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას ზაფხულში დაიწყებენ.
2022 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის არმიის მხრიდან კონტრშეტევის მომზადების შესახებ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის საჭიროა F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.