უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მაისიდან ვითარება დაიძაბება, თუმცა ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.
"ჩვენი შეფასებით, უახლოეს მომავალში საკმაოდ რთული ვითარება გველოდება, მაგრამ ამას კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება. არმაგედონი არ მოხდება, როგორც ახლა ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები იქნება", - ამბობს ბუდანოვი.
ბუდანოვი განმარტავს, რომ მისი პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არამხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, "რუსები ინტეგრირებულ მიდგომას გამოიყენებენ".
"ისინი კომპლექსურ ოპერაციას განახორციელებენ. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში რთული პერიოდი იქნება", - აღნიშნავს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი.