ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. როგორც ერთ-ერთი მგზავრი "ფორმულასთან" ჰყვება, 90 ადამიანი 2 ავტობუსით თურქეთის გავლით მოემგზავრება.
მალხაზ გამრიჭიძის თქმით, ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე ევროპაში საქართველოს მოქალაქეების თავშეყრა პარასკევიდან დაიწყო. მათ უკვე თურქეთის საზღვარი გადმოკვეთეს და საქართველოს ტერიტორიაზე ხვალ გვიან ღამით იქნებიან.
"აქ ჩვენი, ქართველების კონსენტრაცია დაიწყო პარასკევის შემდეგ, რაც თუქეთმა საზღვარი ცჩკეტა. იძულებულები გავხდით დავბინავებულიყავით ბულგარეთში და 3-4 დღის მანძილზე დაახლოებით 90-მა ადამიანმა მოვიყარეთ თავი. მივმართეთ ბულგარეთის საკონსულოს. ორი ავტობუსი გამოგვიყეს და მოვემგზავრებით საქართველოსკენ. ამისთვის დიდი თხოვნის შედეგად ბულგარეთმა მიაღწია, რომ თურქეთს გაეხსნა საზღვარი. ასევე ორი გემი გადის თურქეთიდან საქართველოში, თუმცა მათ უარი განაცხადეს მგზავრების წაყვანაზე. ერთი თვეა ევროპაში ვართ და აუცილებლად მოვითხოვთ კარანტინს",-აღნიშნა მალხაზ გამრიჭიძემ.