logo
ENG



ბულინგში ბრალდებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი გადადგა

21 აპრ 202316:37
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი გადადგა მას შემდეგ, რაც ის ბულინგში დაადანაშაულეს. რააბი ბრალდებებს უარყოს.

დამოუკიდებელმა გამოძიებამ დადასტურებულად მიიჩნია საჯარო მოხელეების ორი საჩივარი, რომლებიც მას ბულინგში ადანაშაულებდნენ. ბრალდებებს ცნობილი ადვოკატი ადამ ტოლი იძიებდა. სულ შევიდა რვა საჩივარი, რომლებიც სულ მცირე 24 ადამიანს შეეხებოდა. გამოძიების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გადადგომის შესახებ განცხადება, რომელიც რააბმა პრემიერმინისტრ რისი სუნაკის სახელზე დაწერა, მან ტვიტერზე გამოაქვეყნა. რააბი აღნიშნავს, რომ გადადგომის ვალდებულებას გრძნობს, თუმცა აღნიშნავს: "ასევე მიმაჩნია, რომ ორი უარყოფითი დასკვნა დამაზიანებელია და წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს ხელისუფლების სათანადო მოქმედებისთვის".

"მინისტრებს უნდა შეეძლოთ, კრიტიკული რეაგირება ჰქონდეთ კარიერული ჩინოვნიკების მუშაობაზე", - წერს რააბმა.

დომინიკ რააბს კონსერვატიული პარტიის მთავრობების დროს მთელი რიგი თანამდებობები ეკავა. 2018 წელს ის იყო ბრექსიტის საკითხების მინისტრი ტერეზა მეის კაბინეტში და საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონის მინისტრობის დროს. 2021 წელს ის გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ქაბულის ევაკუაციის დროს მან შვებულება არ შეწყვიტა.

რააბი არის რიში სუნაკის კაბინეტის უკვე მესამე მინისტრი, რომელიც სკანდალის გამო გადადგა. თვითონ სუნაკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რააბის გადადგომის შესახებ წერილი "დიდი წუხილით" მიიღო.


close დახურვა