თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შოვში მეწყრის წინაპირობა "ვერ დაინახეს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
"მე იქ [შოვში] ვიყავი და ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო მეწყრის და გამოძიება, რომელიც ეხება ქვეყნის ტრაგედიას, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება და რა თქმა უნდა, ყველა პროცესი უნდა წარიმართოს ობიექტურად. რაც შეეხება წინაპირობას, მე ეს შეგრძნება არ დამრჩენია, რომ რაიმე წინაპირობა არსებობდა ამ მეწყრის"- თქვა ბურჭულაძემ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ შოვში აქამდეც იყო მსგავსი შემთხვევის საშიშროება.
მარიტა გუტაშვილი, რომელიც ოჯახის წევრებს სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებს, ამბობს, რომ სამი წლის სინ შოვში იგივე განმეორდა და მაშინაც დახმარება ითხოვა.