logo
ENG



ბურჭულაძე: შოვში დაღუპულ ადამიანებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს

06 აგვ 202315:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.

ბურჭულაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მაშველები და ჯარიც და სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

"დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ჩვენ ვუყურეთ აქ, ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც ამოვიყვანეთ" - განაცხადა ბურჭულაძემ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა