logo
ENG



ბურჯანაძე: მივიღეთ დაპირება, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება

24 ოქტ 202015:43
3 წუთის საკითხავი
 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.

ბურჯანაძისვე თქმით, საუბარია კონკრეტულად იმ რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომელთან კორონავირუსის პირობებში უპრობლემოდ შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.

"კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაციის საკითხი, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება. ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ შიდა სფეროს, ხალხს იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე კონკრეტული შეპირება მიღებულია", — თქვა ბურჯანაძემ.

16 ოქტომბრიდან პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი ობიექტი 22:00 საათის შემდეგ დახურულია.

ამ შეზღუდვის ამოქმედებინდან, რამდენიმე დღეში მთავრობის განცხადებით მოქალაქეებმა 22:00 საათის შემდეგ მცხეთის რესტორენებს სტუმრობდნენ. ამიტომ შეზღუდვა მცხეთაშიც ამოქმედდა.

 


close დახურვა