„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციაზე და პანდემიის შემდეგ პოსტ-კრიზისულ პერიოდზე ისაუბრა.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას წინ დიდი გამოწვევა აქვს და მას მოდუნების უფლება არ აქვს.
„ხელისუფლებას მთავარი გამოწვევები აქვს წინ. ახლა არის პანდემიის პერიოდი, ჯერ ეკონომიკურ კრიზისის პერიოდი არ დამდგარა და ეს პერიოდი აუცილებლად დადგება. პანდემიის შემდეგ იქნება, პოსტ-პანდემიის პერიოდი, იქნება შემდეგ კრიზისის პერიოდი და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ პოსტ-კრიზისის პერიოდზე. ახლა ხელისუფლებას ფუფუნების უფლება არ აქვს და მე ძალიან შევწუხდებოდი თუ ხელისუფლებას ეს დაემართება, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკა ჩამოგვექცევა თავზე და ეს ძალიან მწვავე იქნება“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.