logo
ENG



ბურჯანაძე - თუ რეალურად იქნება ეპიდემიის საფრთხე, არჩევნები უნდა გადაიდოს

15 ივნ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის გარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

როგორც მან აღნიშნა,  თუ ეპიდემიის რეალური საფრთხე დადგება, წინასაარჩევნო შეხვედრები ვერ ჩატარდება და შესაბამისად, არჩევნებიც უნდა გადაიდოს, თუმცა მისივე თქმით, ეს ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„ოპოზიციისთვის უფრო მიუღებელია ვთქვათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების გარეშე არჩევნებზე წასვლა. ამიტომ თუ მართლა რეალურად იქნება პრობლემა, რომ აშკარაა ეპიდემიის საფრთხე, წინასაარჩევნო შეხვედრები ვერ ჩატარდება და შესაბამისად, არჩევნებიც უნდა გადაიდოს. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არჩევნების გადადება მოხდეს შეთანხმებით, მათ შორის ოპოზიციასთან და ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან“, - განაცხადა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი არჩევნების გადასადებად პანდემიის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება თარიღის გადაწევით დრო მოიგოს და საარჩევნო კამპანია უკეთ დაგეგმოს. 


close დახურვა