logo
ENG



ბუჩაში, ამ დროისთვის, 403 დაღუპული უკრაინელის ცხედარია ნაპოვნი

13 აპრ 202211:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/8tm5hi09bqgkfmi.jpg

ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის ინფორმაციით, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ამ დრომდე 403 დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს.

ქალაქის მერი, ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ რიცხვი საბოლოო არაა და დაღუპულებს ჯერ კიდევ პოულობენ. 

ფედორუკმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მოსახლეობისთვის ქალაქში დაბრუნება ჯერ არაა დაშვებული.

2 აპრილს უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსგავსი ან უარესი სიტუაციაა გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში.

დედაქალაქის სიახლოვეს, რუსული ძალების მიერ განადგურებულ ქალაქ ბოროდიანკაში 10 აპრილს 10 მოქალაქის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ინფორმაციას, კიევის რეგიონში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ბოგდან დანილიუკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ, 7 აპრილს განაცხადა, რომ ბოროდიანკაში 26 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. თუმცა მან განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.

 

close დახურვა