logo
ENG



ბუჩუკური: მონაწილეობას მივიღებთ ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის არჩევნებში

29 მაი 202116:25
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 29 მაისს, 17:00 საათიდან გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაცია გაიმართება. 

ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. 

პრეზენტაციის დაწყებამდე პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ გახარიას გუნდი მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის არჩევნებშიც. 

"ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის არჩევნებში. რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმებს, სამომავლო გეგმებს, მოდით, არ დაგასპოილერებთ. დაველოდოთ ღონისძიებას, ჩვენი ლიდერიც ისაუბრებს ხედვებთან დაკავშირებით. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, არჩევნებში. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ჩვენი კანდიდატი იქნება ღირსეული". - თქვა ანა ბუჩუკურმა. 

პრეზენტაციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის ღამისთვის

"გიორგი გახარია, როგორც ცალკე მოთამაშე, არ არსებობს. ის არის ოცნების ბ ვარიანტი". - ამბობს ალიკა კუპრავა. 

მისივე თქმით, დაცვის თანამშრომელმა აქტივისტებს ხელიც დაარტყა. 

ანა ბუჩუკური პარლამენტის დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოში ის ქართული ოცნების სიით მოხვდა, მოგვიანებით კი, 5 სხვა დეპუტატთან ერთად მმართველი გუნდი დატოვა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. 

თავად ექსპრემიერმა გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა


close დახურვა