ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს დღეებში ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. ეს პირველ რიგში თავად ფარცხალაძეს და ოცნებას აწყობს. სრულად გავა საქართველოს იურისდიქციიდან - ვეღარც საპარლამენტო ბერკეტები, ვეღარც გამოძიება ფაქტობრივად ვერ შეეხება მას.
მაგრამ სამაგიეროდ, ხელში შეგვრჩა ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეზე სანქციები არ გავრცელდება. ანუ შემდეგ დასანქცირებულზე ფინანსური შეზღუდვები ვერ გავრცელდება.
ეს სპექტაკლი დაგვიდგა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და თავისი თანამზრახველებისთვის იმუნიტეტის შესაქმნელად.
ამიტომ, მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება უნდა იყოს!