„ევროპული საქართველოს“ წევრი, გოკა გაბაშვილი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარებულ მოვლენებზე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრობს, როცა მას და გიგა ბოკერიას, გაფრენის წინ ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
გაბაშვილის თქმით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს დისკომფორტი შეუქმნას ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.
„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ესეთი იაფასიანი რამე, როდესაც ადამიანები მიდიან უცხოეთში და ლეგალური საფუძველი არ გაქვს რომ საპასპორტო ხარვეზით გააჩერო და გინდა რომ მათი მგზავრობა ჩაშალო, ეს არის დაუსჯელობის, ძალადობის, თავხედობის, უტიფრობის მორევი, რომელიც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში დაასადგურა და ის შეეწირება ამას პირდაპირ“,-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს ორი პირი დაესხა აეროპოპორტში ევროპული საქართველოს ლიდერებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.