logo
ENG



გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემიდან 3 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა

02 მაი 202317:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/d783tcg4sfolelu.jpg

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემიდან სამი მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.

სააგენტოს ცნობითვე, გემზე დარჩენილ სხვა მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

"სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა