logo
ENG



გაბუნია: ასტრაზენეკას დამატებით დოზებს აპრილის ბოლოს ველოდებით, ფაიზერს - ივნისში

06 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock 980
გაბუნია: ასტრაზენეკას დამატებით დოზებს აპრილის ბოლოს ველოდებით, ფაიზერს - ივნისში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ასტრაზენეკას დამატებით დოზებს აპრილის ბოლოს ელოდებიან, ფაიზერს - ივნისში. 

როგორც მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, მოწოდება კოვაქსის მეშვეობით მოხდება, რაც შეეხება ფაიზერის პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად შესყიდვას, მოწოდების გრაფიკი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ასტრაზენეკას დამატებითი დოზები აპრილის ბოლოს უნდა მივიღოთ, ფაიზერის დოზების კიდევ დამატებითი დოზები, მცირე რაოდენობა კოვაქსიდან, უნდა მივიღოთ ივნისის თვეში. ფაიზერთან პირდაპირი მოლაპარაკების მოწოდების გრაფიკს დამატებით შეგატყობინებთ", - თქვა გაბუნიამ.

საქართველოში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდობი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ქვეყანაში ასევე შემოსულია ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გამოიყენებენ.

31 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ფაიზერთან კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა.


close დახურვა