logo
ENG



გაბუნია: ნაადრევია საუბარი, რამდენად მოგვცემს ეპიდვითარება სწავლის განახლების საშუალებას

18 აგვ 202112:19
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით სწავლის სკოლებში განახლებაზე საუბარი ნაადრევია. 

ის ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭომ უნდა გააანალიზოს ეპიდსიტუაცია, რის შემდეგადაც გადაწყდება, განახლდება თუ არა სკოლებში სწავლა. 

"ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მოგვცემს ეპიდვითარება სასკოლო გარემოში სწავლის განახლების შესაძლებლობას. აგვისტოს ბოლომდე უნდა გავაანალიზოთ ეპიდსიტუაცია და ამის შემდეგ გვექნება საშუალება ვთქვათ, რამდენად იქნება შესაძლებელი სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება", - ამბობს გაბუნია.

გუშინ, 17 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, NCDC სკოლებში სწავლის განახლების რეკომენდაციას არ გასცემს. 

როგორც გამყრელიძემ განმარტა, სწავლის განახლების შესახებ საკითხი მაშინ დადგება,  თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ის ქვემოთ იქნება.

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 10,4%, ბოლო 14 დღის - 10,71%, ბოლო 7 დღის - 11,09%.


close დახურვა