logo
ENG



გაბუნია: ომიკრონი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა, მნიშვნელოვანია ვაქცინა, მე-3 დოზა

13 დეკ 202114:54
3 წუთის საკითხავი
clock 501
2021/12/13/tf0gzwn1nbbnyv6.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ომიკრონის შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ შტამის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია საზღვრების კონტროლი, რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია, განსაკუთრებით მესამე - ბუსტერ დოზა.

"ომიკრონი, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან წამოვიდა, ნოემბრის 8 რიცხვიდან არის ეჭვი, რომ სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა, შემდეგ 24 ნოემბერი იყო, როდესაც პირველად შეტყობინება ოფიციალური სახით გაკეთდა ამ შტამთან დაკავშირებით, 63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა იქნეს გამოკვლეული და სექვინირების გზით დავადგინოთ, თუ საქმე გვაქვს ომიკრონთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდ-რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება ომიკრონთან მიმართებაში, განსაკუთრებით მესამე - ბუსტერ დოზაზე კეთდება აქცენტი.

ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, საეჭვო შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა შევისწავლეთ რამდენიმე და ომიკრონი არ დადასტურდა." - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.


close დახურვა