logo
ENG



გაბუნია: სინოფარმის დარჩენილი დოზები სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება

11 მაი 202116:09
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: სინოფარმის დარჩენილი დოზები სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სინოფარმის 100 000 დოზიდან 40 000 უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილია, 10 000 სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება, 50 000 კი უკვე აცრილების მეორე დოზისთვისაა გათვალისწინებული.

როგორც მან განაცხადა, დარჩენილი 10 000 დოზის უდიდესი ნაწილი პოლიციასა და პენიტენციურ სამსახურს მოხმარდება,  შედარებით ნაკლები მოცვით კი - მედიასა და ტურიზმის სექტორს.

"სინოფარმის დიდი ნაწილი, დაახლოებით 40 000-მდე დოზა არის ან უკვე გამოყენებული, ან დაჯავშნილი, დაახლოებით 10 000 დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომელიც გახლავთ - პოლიცია, პენიტენციური სისტემა და პენიტენციური სისტემის ფარგლებში დაიწყება მოკლე ხანში ვაქცინაცია, უდიდესი ნაწილი ამ დოზების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს და ასევე, დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის, მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან ამ დარეზერვებული დოზების უდიდესი ნაწილი დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს", - თქვა გაბუნიამ.

საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ქვეყანას ვაქცინის 100 000 დოზა აქვს შეძენილი.


close დახურვა