logo
ENG



გაბუნია: სრულად ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი

08 ივნ 202112:40
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: სრულად ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, ერთი დოზით კი - 130 000.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რამდენიმე დღეში დაიწყება სინოვაკის მეორე დოზაზე რეგისტრაცია.

"ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. სინოფარმის მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და სინოვაკის პირველი დოზებით. ასევე, რამდენიმე დღეში იგეგმება, რომ დაიწყოს სინოვაკის მეორე დოზებზე რეგისტრაციის პროცესი იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც აცრილები არიან ერთი დოზით, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა მეორე დოზაზე", - თქვა გაბუნიამ.


close დახურვა