logo
ENG



გაბუნია: ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაცია დავიწყეთ

08 ივნ 202113:03
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაცია დაიწყეს. 

მისი თქმით, გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია ხანდაზმულთა თავშესაფარში მყოფ პირებში.

"დღეს გარკვეულწილად არის მეტი აქტივობა ახალგაზრდებსა და ესენციურ ჯგუფებში და არა ხანდაზმულებში. ხანდაზმულებში ჩვენ გვაქვს მეტად მიზანმიმართული აქტივობები ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში, აქ ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება, სამინისტროს დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაციის პროგრამა", - თქვა გაბუნიამ.


close დახურვა