logo
ENG



გაბუნია საწოლფონდზე: მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 900 საწოლი არის თავისუფალი

05 იან 202111:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/lce3enk4c6krfuf.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთათვის 2 900 საწოლი არის თავისუფალი.

"ბოლო დღეების განმავლობაში, საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 900 საწოლი არის თავისუფალი. გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით აჭარაში", - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა და იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკი, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლებია.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 232 079-ს შეადგენს. აქედან, 222 787 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 646 გარდაიცვალა. 


close დახურვა