logo
ENG



გაბუნიას თქმით, მიმდინარე კვირაში იზოლაციის ვადების შემცირებაზე იმსჯელებენ

08 თებ 202213:19
3 წუთის საკითხავი
clock 2449

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭო ექსპეტებთან ერთად იზოლაციის ვადების შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით განიხილავს. 

გაბუნიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ კუთხით, აქცენტი გაკეთდება იმ პროფესიებზე, "ვისი სამსახურში დროული დაბრუნება მნიშვნელოვანია". 

"სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც იზოლაციის ვადა იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა შეიძლება გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტივობა, რა თქმა უნდა პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და დროული დაბრუნება სამსახურში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამდენად, ამ კვირის განმავლობაში ამაზე დამატებით მსჯელობა იქნება", - ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელება სამედიცინო პერსონალში საკმაოდ მაღალია. 

"სამედიცინო პერსონალში გავრცელება არის საკმაოდ აქტიური, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ მათი დროული დაბრუნებისთვის სამუშაო ადგილზე, შესაძლებელია დაგვეხმაროს 5 დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება",- თქვა გაბუნიამ.

არსებული პროტოკოლის თახნმად, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმოპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 8 დღეა, სიმპტომიანებისთვის კი - 10. 

8 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა