logo
ENG



გაბუნიას თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია უფლებების დარღვევაა, გამყრელიძე არ ეთანხმება

05 ოქტ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განსხვევბული პოზიციები აქვთ.

თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ სავალდებულო აცრა პაციენტის შესახებ უფლებების კანონს ეწინააღმდეგება:

"სავალდებულო ვაქცინაცია პირდაპირი გზით, პაციენტის შესახებ უფლებების კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ინტერვენცია სამედიცინო შეიძლება შესრულდეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით და გადაწყვეტილებით. მიუხედავად იმისა, თუ რა არის განსაზღვრული საზოგადოებირივი ჯანდაცვის შესახებ კანონში", - ამბობს გაბუნია.

გამყრელიძეს კი მიაჩნია, რომ ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ვინაიდან პანდემიაა.

"მე საკმაოდ ვერკვევი იურისპრუდენციაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი, მე-5 მუხლი ნახეთ კარგად, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა, როცა არის პანდემია, თქვენ შეგიძლიათ, შემოიღოთ გარკვეული მანდატორიზმი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს შეიძლება არ დაემთხვეს თქვენს ან სხვების მოსაზრებას", - თქვა გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ამ დროისთვის არ იგეგმება.


close დახურვა