logo
ENG



გაბუნიას თქმით, სინოფარმის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 12 მაისს დაიწყება

11 მაი 202116:09
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნიას თქმით, სინოფარმის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 12 მაისს დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 12 მაისს დაიწყება.

მისივე თქმით, ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია ხვალ 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

"სინოფარმის მეორე დოზებით ვაქცინაცია უწევს უკვე მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ და ხვალ დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას სინოფარმის მეორე დოზებზე",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა აქვს შეძენელი. სინოფარმი ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომლითაც აცრა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. 

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

 
 
 

 


close დახურვა