ჩვენ რომ ახლა სამართლებრივ, დასავლური ტიპის სახელმწიფოში და არა ქართველი რუსი ოლიგარქის სოფელში ვცხოვრობდეთ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომელი ფარცხალაძე გისოსებს მიღმა იქნებოდა. ჩეჩნეთის პატარა დიქტატორი რამზანიც გისოსებს მიღმა იჯდებოდა, რუსეთიც რომ სამართლებრივი სახელმწიფო იყოს. მაგრამ... მაგრამ ის რომ როგორც პუტინმა გააუქმა სახელმწიფო და ის არის ახლა კანონიც და სამართალიც, ასევეა აქ ივანიშვილის საქართველოში - კანონიც და სახელმწიფოც თავად არის. რუსეთი აქ არის ახლა ივანიშვილის საქართველოში და ჩვენც იქ ვართ პუტინის რუსეთში. სანამ იქნება პუტინი- იქნება რამზანი და სანამ იქნება ივანიშვილი იქნება ფარცხალაძე, ან სხვა ფარცხალაძე - ფარცხალაძე, რომელიც ახლა რუსულ პროექტ - არჩევნები 2024-ზე მუშაობს. კადიროვშინა - ეს არის სისტემა, რომლითაც ახლა პუტინის მიერ მიტაცებული რუსეთი და ივანიშვილის მიერ მიტაცებული საქართველო იმართება - გადატრიალება რუსულად - დროების სიუჟეტი.
გადატრიალება რუსულად - დროება
08 ოქტ 202320:13
3 წუთის საკითხავი