გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, მორიგ შეხვედრას მართავენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, თუ რა გეგმით აპირებს ოპოზიცია მოქმედებას. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხვალ, ხელისუფლბის წარმომადგენლებთან დიალოგის მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიმდინარე კვირის გეგმები, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გააუქმეს. ჯერჯერობით, შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერებს მედიისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ.