logo
ENG



გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

17 მარ 202317:07
3 წუთის საკითხავი
 
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლერევლი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

კლევერლიმ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ბორდერიზაცია/გატაცებების შესახებ ინფორმაცია ოძისში მიიღო. მასთან ერთად ადგილზე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან ერთ-ერთ სკოლას ეწვია.

მოლდოვის შემდეგ ჯეიმს კლევერლი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში კლევერლი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვდა. 


close დახურვა