logo
ENG



გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

04 აპრ 202422:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/uufase2r5622s1u.jpg

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხო აგენტებს" უწოდებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედისაშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, "უცხო ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციების" იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას", - აღნიშნავს კომიტეტი თავის განცხადებაში. 

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა