logo
ENG



გაეროს გენერალური მდივანი ეგვიპტეში ჩავიდა

20 ოქტ 202316:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/jsgnsrnv2uw89zm.jpg

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ეგვიპტეში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ის ხვალ კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება.

გუტიერეშის თქმით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს. ამის შესახებ მან რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან განაცხადა.

"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა მხარესთან, რათა სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში შევიდეს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს სატვირთო მანქანები იქ [ღაზაში] რაც შეიძლება მალე შევიდეს.

აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის", - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა