logo
ENG



გაეროს თქმით, ჩინეთს შესაძლოა სინძიანში კაცობრიობის წინაშე დანაშაულები ჰქონდეს ჩადენილი

01 სექ 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/ni4sms8bg1dv1ar.jpg

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთს შესაძლოა სინძიანის პროვინციაში კაცობრიობის წინაშე დანაშაულები ჰქონდეს ჩადენილი.

გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისის ცნობით, ჩინეთის დისკრიმინაცია და ძალადობა სინძიანის პროვინციაში მცხოვრები უიღურებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ შესაძლოა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად ჩაითვალოს.

"უიღურებისა და სხვა მუსლიმური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაცია შესაძლოა იყოს საერთაშორისო დანაშაული, განსაკუთრებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული," - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.

უიღურები თურქული ეთნიკური ჯგუფია. ისინი აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, ძირითადად კი ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობენ. 2021 წლის დასაწყისში, ჩინეთში, ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის უიღურების წამებისა და გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა. 


close დახურვა