logo
ENG



გაეროს ცნობით, უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

20 აპრ 202216:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/e86x4t96b9dx4lx.png

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მოხსენების მიხედვით, რომელიც აპრილის ბოლოს გამოქვეყნდა, 5 012 708 რეგისტრირებული ლტოლვილის გარდა, სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი იძულებით  გადაადგილებულია და თავიანთი სახლების დატოვება მოუწიათ.

უკრაინიდან გაქცეულთა უმრავლესობა მეზობელ პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში გაემგზავრა.

  • პოლონეთი - 2.8 მილიონი
  • უნგრეთი - 471 000
  • სლოვაკეთი - 343 000
  • რუმინეთი - 330 000
  • მოლდოვა - 427 000
  • რუსეთი - 550 000
  • ბელარუსი - 24 000

 გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 90% ქალები ან ბავშვები არიან.


close დახურვა