logo
ENG



გავრილოვის ღამის ანტიგმირი ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდეს

23 მაი 202019:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით კიდევ ერთხელ ვიხილოთ. "ქართული ოცნების" კულუარებში გავრილოვის ღამის ანტიგმირის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებაზე ბევრს საუბრობენ.

როგორც "ფორმულამ" გაარკვია, ქუცნაშვილი ოცნების დეპუტატებს შორის  ლიდერია უძრავი ქონებისა და ბიზნესების დაგროვებაში, ასევე ერთ ლარად აქვს მიღებული რუსთავში და რამდენიმე რეგიონში მიწა. ირკვევა ისიც, რომ მან თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და პასუხი არავინ მოსთხოვა. 

თიანეთელები ზაქარია ქუცნაშვილით უკმაყოფილებას არ მალავენ. ამბობენ, რომ მოლოდინი დიდი ჰქონდათ, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარმა მათი იმედები არ გაამართლა, არ ზრუნავდა ხალხზე, სამაგიეროდ, იზრუნა საკუთარი ბიზნესის და ქონების დაგროვებაზე.


close დახურვა