logo
ENG



გაზის (აირის) იარაღის შეძენასა და რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო

07 ივნ 202412:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/aswnwma0xxoke2w.jpg

7 ივნისიდან, გაზის (აირის) იარაღის შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.

"დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


close დახურვა