ჩვენ არ გვყავს ომბუდსმენი, ლომჯარია ნაცების სახალხო დამცველია - ივანიშვილის გუნდის ამ თავდასხმის დროს დღეს ომბუდსმენი თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მეცნიერებს ხვდებოდა. კულტურული რეპრესიების შედეგად - სამსახური დაატოვებინეს კვალიფიციურ და გამოცდილ თანამშრომლებს, უმეტეს შემთხვევაში განსხვავებული აზრის გამო. სამართლებრივი ბრძოლა დაწყებულია, მხარდაჭერა დღეს მეცნიერებს ომბუდსმენმაც გამოუცხადა.