გალის რაიონიდან ფოთის ჰოსპიტალში შეყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
60 წლის ქალი ცხელების ცენტრში ვირუსის სიმპტომებით გუშინ მოათავსეს. ის განმუხურის ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფებოდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტს მხოლოდ ორმხრივი პლევმონია დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ფოთში თვითიზოლაციაში 13, ხოლო ხუთი პირი კარანტინში იმყოფება.