სპეცოპერაციით დაკავებული გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და ქართული ოცნების ოფისში წერილს კობახიძის სახელზე აგზავნის. გადასახადების თავიდან არიდებაში, ფულის გათეთრებაში დადანაშაულებული ბიზნესმენი ამბობს, რომ აჭარაში შევიწროების მსხვერპლია. არადა, ოზთურქი, რომელსაც თურქეთში უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, წლებია, ბათუმს თავს აფარებს, აშენებს კორპუსებს სახელმწიფო მიწაზე, ნებართვის გარეშე და ადგილობრივების თქმით, ონლაინ კაზინოებისა და ტრეფიკინგის საქმიანობას სწორედ ქართული ოცნების მფარველობით ეწეოდა.
გალიფ ოზთურქის საქმე
01 ივნ 202220:41
3 წუთის საკითხავი