როდის მიაღწევს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მთავარ არტერიას - ბუნებრივი აირისა და ნავთობის შესყიდვას. დასავლეთში ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია, მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. მანამდე ცნობილია სხვა ახალი სანქციების შესახებ, რომელიც დადასტურებულია და აღსრულდება. რუსეთის უმსხვილესი ბანკების - სბერბანკისა და ალფას სრული ბლოკირება; სანქციები მიხეილ მიშუსტინისა და დიმიტრი მედვედევის წინააღმდეგ; ასევე სანქციები შემოაქვთ პუტინის ქალიშვილებისა და ლავროვის ოჯახისთვის. კიდევ ერთი - აიკრძალა ნებისმიერი ახალი ინვესტიცია რუსეთის ეკონომიკაში.
გამკაცრდება თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
06 აპრ 202220:38
3 წუთის საკითხავი