logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

08 ივლ 202111:00
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის სულ 373 728 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 5 415 პირი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,34%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.


close დახურვა