logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 492 ტესტი

07 იან 202110:54
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 492 ტესტი

საქართთველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, 419 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 15 492 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 084 ანტიგენის ტესტით, 6 408 PCR ტესტით. 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 670 გამოვლინდა, აჭარაში - 118, იმერეთში - 257.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:

  • ქვემო ქართლი - 106;
  • შიდა ქართლი - 107;
  • გურია - 29;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145;
  • კახეთი - 85;
  • მცხეთა-მთიანეთი - 56;
  • სამცხე-ჯავახეთი - 25;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას,  3 898 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს,  856 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 275 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 223 695 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 694 კი გარდაიცვალა.  

 


close დახურვა