logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 1.8%-ია

06 მარ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩატარდა 19 737 ტესტი, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, ხოლო 7 430 - PCR ტესტით. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8%. ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.6 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 617-ს. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 4 ადამიანი. ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 510 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 789 პირი, აჭარაში - 560, იმერეთში - 691.


close დახურვა