ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 922 707 შემთხვევა.
ჩატარდა 48 640 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.30%-ია; ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12%; ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.41%.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 76 ადამიანი. პანდემიას საქართველოში 13 443 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:
5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 138, აჭარაში - 528, იმერეთში - 995.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 321.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 36, იმერეთში - 37.
- 977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 611 - თბილისში, 240- აჭარაში.