„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზის გამარჯვებულები გამოავლინა.
ბავშვთა საკითხების საუკეთესო გაშუქებისთვის გამარჯვებულად „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი დასახელდა. საუკეთესო მულტიმედია ნამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული „ინდიგოს“ ჟურნალისტი ლაშა ცერცვაძე გახდა.
„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა ლუკა პერტაიამ წლის საუკეთესო სტატიის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.
რაც შეეხება საუკეთესო ჟურნალისტურ გამოძიებას, ამ ნომინაციაში გამარჯვებული „მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო რამიშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო ვიდეორეპორტაჟის ავტორი „ინდიგოს“ ჟურნალისტი ბესო გვენეტაძე გახდა.