სოსო გოგაშვილმა უკვე მეორედ, საგამოძიებო უწყებას ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მთელი დღის განმავლობაში სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ციხეში კითხავდნენ, პატიმრის შვილმა კი სპეცოპერაციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის ეპიზოდზე ჩვენება სპეციალურ საგამოძიებო უწყებას მისცა. ადვოკატები რეპრესიის ახალ ტალღაზე ალაპარაკდნენ, მას შემდეგ, რაც გოგაშვილის დაცვის უფროსი დღეს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და ბრალი წაუყენეს.
გამოკითხვები გოგაშვილის საქმეში
30 აგვ 202220:09
3 წუთის საკითხავი