შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები გამოძახებაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთი კი ცივი იარაღით დაჭრა.
უწყებაში ამბობენ, რომ დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.