logo
ENG



გამოძიება შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე

07 ივლ 202320:13
3 წუთის საკითხავი
 

შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აქვე გომელაურის უწყება არ გამორიცხავს, გამოძიების კვალიფიკაცია შეიცვალოს.  მოსაყდრის მოწამვლის ვერსია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მედიასთან არ გამორიცხა. თეოლოგების მხრიდან კი გამოითქვა ვარაუდი, რომ შიო მუჯირის მოწამვლის საკითხი ხელოვნურია და საპატრიარქოში გავლენების განაწილებას, ასევე მოსაყდრის როლის გამოკვეთას ემსახურება.


close დახურვა